Get All Access for $5/mo

ფინო - წარმატების 13 წელი "ფინოს" პორტფელი საკმაოდ მრავალფეროვანია, 13 წლის განმავლობაში მან 300-ზე მეტ კომპანიას გაუწია მომსახურება თითქმის ყველა ინდუსტრიიდან.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ფინო" აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანიაა, რომელმაც ქართულ ბაზარზე ოპერირება 13 წლის წინ სამი ადამიანითა და დიდი ენთუზიაზმით დაიწყო. 2024 წელს კომპანია განახლებული ძალებითა და გამორჩეული ორგანიზაციული სტრუქტურით აგრძელებს განვითარებას და ბიზნესისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.

კომპანიის მისიაა, ფინანსურ სფეროში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება ბიზნესის განვითარების რესურსად აქციოს. ეთიკური სტანდარტების დაცვით ხელი შეუწყოს პარტნიორ კომპანიებს, მიიღონ ყველაზე მოგებიანი გადაწყვეტილებები, ხოლო მოქნილობითა და ინდივიდუალური მიდგომებით მხარი დაუჭიროს მათი ძირითადი საქმიანობის სრულფასოვნად შესრულებას.

"ფინოს" პორტფელი საკმაოდ მრავალფეროვანია, 13 წლის განმავლობაში მან 300-ზე მეტ კომპანიას გაუწია მომსახურება თითქმის ყველა ინდუსტრიიდან.

"ფინო" MSI Global Alliance-ის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში. ალიანსი, დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით იურიდიული და საფინანსო ასოციაციების პირველ ათეულში შედის. საერთაშორისო ასოციაციის წევრობა კომპანიას საშუალებას აძლევს, ოპერატიულად ჰქონდეს წვდომა მსოფლიოს მასშტაბით არსებულ რეგულაციებსა და შესაძლებლობებზე - ერთი მხრივ, მიმდინარეობს ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკების გაცვლა, მეორე მხრივ კი უცხოურ საკანონმდებლო ბაზებზე ინფორმაციების მარტივი მოგროვება და წევრ კომპანიებს შორის კლიენტების გაცვლა.

უფრო ვრცლად, თუ რა გზა განვლო კომპანიამ გასული 13 წლის განმავლობაში, Entrepreneur-ი "ფინოს" აღმასრულებელ დირექტორს, მიხეილ მერაბიშვილსა და საოპერაციო დირექტორს, ოლღა ნებიერიძეს ესაუბრა.

"ფინო", როგორც ბიზნესპარტნიორი

"ფინო" მომხმარებლებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს ბუღალტრული, საგადასახადო და მენეჯერული აღრიცხვის, კონსალტინგისა და აუდიტის სახით. კომპანია ბიზნესპარტნიორებს საშუალებას აძლევს, დაივიწყონ მთელი რიგი ბიუროკრატიული პროცესები, რაც აღრიცხვა-ანგარიშგებას ეხება და ყურადღება საკუთარი კომპანიის სტრატეგიის შემუშავებასა და მის განხორციელებას დაუთმონ.

კომპანია ბაზარზე სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობს, უკვე 13 წელია, რაც "ფინო" ხარისხიან პროდუქტს აწვდის თავის მომხმარებელს, რაც კლიენტებთან ხანგრძლივი თანამშრომლობის გარანტიაა. აღსანიშნავია, რომ "ფინოში" მისული კლიენტების უმეტესობა საშუალოდ 7 წელზე მეტხანს რჩება და უწყვეტად სარგებლობს კომპანიის სერვისებით.

"ბიზნესისთვის ფინანსები მნიშვნელოვანი თემაა, ამ სფეროში ვინმესთან პარტნიორობა კი რისკებთან არის დაკავშირებული, ამიტომ საჭიროა, ნდობის მაღალი ხარისხი გქონდეს. ნდობა ისეთი რამაა, რასაც დროის მცირე მონაკვეთში ვერ მოიპოვებ და რასაც განმტკიცება სჭირდება. ჩვენი ბაზრის წილი მუდმივად მზარდია, დღეის მდგომარეობით 300-ზე მეტ კლიენტთან გვაქვს მუშაობის გამოცდილება, მათ აქვთ ჩვენი ნდობა და იციან, რომ მათ წინაშე აღებულ ვალდებულებებს პირნათლად შევასრულებთ", - აღნიშნავს მიხეილ მერაბიშვილი.

"ფინო" არაერთი საინტერესო პროდუქტისა თუ სერვისის შემქმნელია, რომელიც გარდა სტანდარტული მომსახურებისა, დამატებით ღირებულებას ქმნის კომპანიებისთვის. მაგალითად, ასეთია ყოველთვიური "გენერალური რეპორტი მენეჯერებისთვის", რომელიც კომპანიის მმართველ რგოლს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდის მათთან შეთანხმებული და მათ ბიზნესზე მორგებული ფორმის სახით. ეს კი ხელმძღვანელებს შემდგომი სტრატეგიის განსაზღვრაში ეხმარება.

"თუ ბიზნესის მართვაში ჩართულ ადამიანებს არ აქვთ ფინანსური განათლება და გამოცდილება, როგორც წესი, ბუღალტერთან კომუნიკაციაში ყოველთვის წარმოიქმნება გარკვეული უხერხულობები. ჩვენი კლიენტებიც ხშირად საუბრობენ აღნიშნულ პრობლემაზე და ეს საკითხი მნიშვნელოვანწილად აქტუალურია SME სექტორში. ამ გამოწვევის საპასუხოდ, შევქმენით სპეციალური დოკუმენტი, "გენერალური რეპორტი მენეჯერებისთვის", რომელშიც, მენეჯერებისთვის მარტივად აღსაქმელი ფორმითა და მათთვის გასაგები ენით, მოცემულია ყოველთვიური ანგარიში - კომპანიის ფინანსური რისკების, გაწეული რეკომენდაციებისა და ფინანსური თუ საოპერაციო საქმიანობის შედეგების შესახებ. ეს ინფორმაცია საშუალებას აძლევს მმართველ რგოლს, შეამციროს კომპანიის რისკები და ფინანსურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები", - ამბობს მიხეილ მერაბიშვილი.

კომპანიის საოპერაციო დირექტორი, ოღლა ნებიერიძე, აღნიშნავს, რომ ხშირად ბუღალტერიაში ჩანს, თუ რამდენადაა გამართული კომპანიის შიდა მენეჯმენტის რგოლები - ინფორმაციის დეფიციტი და დოკუმენტბრუნვის პრობლემა საბოლოოდ ბუღალტერთან იჩენს თავს, რადგან მას არ აქვს შესაძლებლობა, კომპანიის რეალური საქმიანობა ციფრებში ასახოს. ყოველ ჯერზე, როდესაც მსგავსი შემთხვევის იდენტიფიცირება ხდება, "ფინო" კლიენტებთან შეხვედრისას აქტიურად ცდილობს მათ პრობლემის გადაჭრის გზებიც შესთავაზოს - როგორ უნდა გაიმართოს ინფორმაციის გადაცემის პროცესი სხვადასხვა რგოლს შორის, რომ დოკუმენტების მიწოდება უწყვეტ რეჟიმში ხდებოდეს და არ ფერხდებოდეს ბუღალტრული აღრიცხვის პროცესი.

"ფინო" კლიენტი კომპანიებისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენს, რადგან მათი ბიზნესის ყველაზე სენსიტიური ნაწილი, აღრიცხვა-ანგარიშგება, ჩვენ გვაბარია. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ინფორმაციის სიზუსტე და საიმედო რეკომენდაციები, რათა დავეხმაროთ კომპანიებს, მიიღონ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ვცდილობთ, რომ ვიყოთ ჩვენი კლიენტების პარტნიორები და არამხოლოდ ფინანსური მომსახურებების მიმწოდებლები. ის პრაქტიკა, რაც 13 წლის მანძილზე დაგვიგროვდა, არის კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობის შედეგი. ჩვენ ვართ მათი პარტნიორები და მათი ბიზნესის ყველანაირი ტკივილის გამზიარებლები", - აღნიშნავს ოლღა ნებიერიძე.

როგორია კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურა?

კომპანიის შიგნით თანამშრომლების წარმატება აგებულია არა კონკურენციაზე, არამედ თანამშრომლობაზე. "ფინო" ცდილობს, რომ კომპანიაში შეინარჩუნოს ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო და ამავე დროს, გუნდმა მაღალი პროფესიული შედეგები აჩვენოს.

გასულ წელს "ფინოში" ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ის დღეს სულ სხვანაირი კომპანიაა ორგანიზაციული მოწყობის მხრივ. ამჟამად კომპანიაში 40-ამდე თანამშრომელი ერთიანდება, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიის მიმართულებით ექსპერტულ ცოდნასა და მრავალწლიან გამოცდილებას ფლობენ. კომპანიაში წახალისებულია ცოდნის გაზიარების კულტურა, რისთვისაც არაერთ აქტივობას ახორციელებენ. მაგალითად, ხშირია დილის ტრენინგები, სადაც კოლეგები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, საინტერესო ქეისებს თუ კანონმდებლობაში არსებულ ცვლილებებს.

"გვსურს, ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია, რომ თავიანთი საუკეთესო გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარონ. ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ კომპანიაში არსებულ გარემოს. ყველა თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ მომენტში გვერდზე მჯდომისგან ითხოვოს დახმარება. ჩვენთან კითხვების დასმა წახალისებულია, რაც საშუალებას გვაძლევს, ერთის გამოცდილება ყველას გამოცდილებად გადაიქცეს".

"ფინოს" სამუშაო პროცესში დაინერგა Agile მეთოდოლოგია, ეს კი სამუშაო პროცესს კიდევ უფრო მოქნილს ხდის, რაც ფინანსურ სფეროში ნამდვილად არ არის მარტივი. წახალისებულია ინიციატივები, პროექტებს აქტიურად ახორციელებენ Cross-functional გუნდების მეშვეობით. შეიქმნა "ბედნიერების კომიტეტი", რომლის მისია თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი გაბედნიერებაა. ასევე შეიქმნა პორტფელზე ზრუნვის მენეჯერის პოზიცია, რომელიც კლიენტებსა და თანამშრომლების დამაკავშირებელი რგოლია. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ნდობაზე დამყარებული, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

"ფინანსისტები, როგორც წესი, ბუნებით ინტროვერტები არიან, ამიტომ ხშირად თანამშრომლები მენეჯერთან თავისუფლად არ საუბრობდნენ არსებულ საჭიროებებსა და სურვილებზე. სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ შეგვექმნა "ბედნიერების კომიტეტი", სადაც კომუნიკაციის კარგი უნარების მქონე ადამიანები გავაერთიანეთ და მათ "მაფინოები" დავარქვით, რაც კომპანიის სახელწოდებიდან მოდის, My fino - მაფინო. "მაფინოებს" გუნდის წევრები ჰყავთ მიმაგრებულები და ზრუნავენ მათ განწყობასა და წუხილების მოგვარებაზე. თანამშრომლები პრობლემებზე ამ ადამიანებთან, ანუ მათ კოლეგებთან უფრო საუბრობენ, ვიდრე ხელმძღვანელებთან. ეს ინფორმაცია კი კვირის განმავლობაში გროვდება და საბოლოოდ "ბედნიერების კომიტეტზე" განიხილება, რასაც მენეჯერებიც ეცნობიან და დროულ რეაგირებას ახდენენ ", - აღნიშნავს მიხეილ მერაბიშვილი.

უკვე რამდენიმე წელია, სამუშაო პროცესების გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით, "ფინოში" აქტიურად ცდილობენ დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში ფიზიკური სახით დოკუმენტი არ ინახება, ყველაფერი ციფრული ვერსიით არსებობს და დაცულია სერვერზე. ამასთან, მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულების გაციფრულება, როგორიც არის პროექტების მართვა, რეკრუტინგის პროცესები თუ სხვა. მიმდინარე წელს, გაყიდვების პროცესის სამართავად, კომპანიაში დაინერგა მსოფლიო რეიტინგის TOP 10-ში შემავალი CRM სისტემა, რომელიც "ფინოს" დაეხმარება კლიენტების პორტფელის ზრდაში და მომხმარებელთან ურთიერთობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

2024 წელი "ფინოსთვის" დიდი ცვლილებების წელია, კომპანია დღეს ხარისხის მართვის მიმართულებით გეგმავს საერთაშორისო გამოცდილების დანერგვას. გარდა ამისა, აქტიურად იგეგმება მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულების გაძლიერება. კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს, ახლო მომავალში აპირებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მისი პოზიციონირება ბაზარზე და გააფართოოს არსებული პორტფელი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი