მშობლები შვილების დისნეილენდში წასაყვანად ვალებს იღებენ - ახალი კვლევა თემატური პარკის შესახებ
By Emily Rella
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ადგილი" სულაც არაა ყველასათვის ხელმისაწვდომი. თუმცა LendingTree-ის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ეს ოჯახებს არ უშლის ხელს, საკმაოდ ძვირიანი მოგზაურობები დაგეგმონ. ეს კი ხშირად ოჯახების ბიუჯეტსა და შესაძლებლობებს საგრძნობლად აჭარბებს.
კვლევის ფარგლებში დისნეილენდში წასული 2000 ოჯახი გამოიკითხა და 24%-მა განაცხადა, რომ თემატურ პარკში სტუმრობისთვის საკმაოდ დიდი სესხის აღებამ მოუწია. იმ მშობლების რიცხვი, ვისაც არასრულწლოვანი შვილების მოგზაურობისთვის მოუწია სესხის აღებამ, 45%-ს აღწევს.
ოჯახების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ხარჯის დაახლოებით $2000 ნასესხები ჰქონდათ. მათი თქმით, პარკში კვება და სასმელები იმაზე ბევრად ძვირი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით დაგეგმილი ხარჯი ისედაც "ძვირ სიამოვნებად" იყო გათვლილი.
"ამერიკელების 75%-მდე დისნეილენდში დადის ან ერთხელ მაინცაა ნამყოფი. აქედან 24% ერთ მოგზაურობას მაინც სესხით იფინანსებს. საინტერესო მონაცემია ისიც, რომ ჩვენი გამოკითხვის თანახმად, დისნეილენდში ვალით ნამყოფთა 74%-მა ფული ბოლო ხუთ წელიწადში ისესხა", - ნათქვამია LendinTree-ის კვლევაში.
დისნეის ოფიციალური გვერდის თანახმად, პარკში 10 წლიდან ბავშვებისა და მოზარდების ვიზიტის ერთდღიანი ბილეთი $109 ლარი ღირს.
FinanceBuzz-ის მიხედვით კი თემატურ პარკში შეღავათიანი ბილეთების ფასებიც კი ბოლო ათ წელიწადში 60%-ით არის გაზრდილი. ყველაზე მეტად ფასნამატი შეეხო ყველას საყვარელ დესერტ Dole Whip-ს - მისი ფასი 58%-ითაა გაზრდილი.
თავად უოლტ დისნეის კორპორაციის საბაზრო ღირებულება კი წელს უკვე 13%-ით არის გაზრდილი.