Get All Access for $5/mo

თბილისის თავისუფალი აკადემია - განათლება, რომელიც გამოგარჩევს

By თეკლა ადამია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"თბილისის თავისუფალი აკადემიის" (თთა) ისტორია 1996 წლიდან იწყება და უდიდეს გამოცდილებას აერთიანებს, რომელიც ქარტეხილებით სავსე აღმოჩნდა. აკადემია "საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტისა" და უმაღლესი სასწავლებელი "ჯორჯიას" უფლებამონაცვლეა, დღევანდელი სახე კი 2020 წელს განხორციელებული რებრენდინგის შედეგად მიიღო.

ძლიერი კონკურენციის პირობებში აკადემიის გუნდმა შეძლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის საკუთარი პოზიციის შენარჩუნება - დაგეგმა და განახორციელა დასაქმების ბაზრის შესაბამისი საბაკალავრო პროგრამები. ასევე, განახორციელა საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურს, მის განვითარებას, ქართული ენის პოპულარიზებას და ეთნიკურ უმცირესობებში გავრცელებას.

უფრო ვრცლად განვითარების რა გზა განვლო "თბილისის თავისუფალმა აკადემიამ", Entrepreneur-ს აკადემიის რექტორი, სალომე პირველი ესაუბრა. სალომე პროფესიით იურისტია და აღნიშნულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.

"საგანმანათლებლო სფეროს 2019 წლიდან შემოვუერთდი და ჩემთვის ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო. პოზიცია, რომელსაც დღეს ვიკავებ, ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რამეთუ დიდია გამოწვევა, იყო ინსტიტუციის რექტორი, რომლის სწრაფად მზარდი განვითარება და კონკურენტუნარიან გარემოში გამორჩეული ადგილის დამკვიდრება შენი მთავარი პრიორიტეტია", − ამბობს სალომე პირველი.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მძიმე რეალობა იდგა, თუმცა სწორი მენეჯმენტითა და სტრატეგიით რექტორმა საკუთარ გუნდთან ერთად თითოეული დაბრკოლების წარმატებით გადალახვა შეძლო.

როგორ შეიქმნა "თბილისის თავისუფალი აკადემია"?

1996 წლიდან უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულებით საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ხორციელდებოდა, თუმცა 2019 წლისთვის მის ბაზაზე მხოლოდ ერთი არააკრედიტებული პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება ფუნქციონირებდა. მას შემდეგ, რაც აკადემიის ხელმძღვანელობაში სალომე პირველი მოვიდა, ინსტიტუციამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული გამოდგა.

"მე ჩავიბარე ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, მოვედი ინსტიტუციაში, სადაც, მიუხედავად მისი წარსული გამოცდილებისა, რთული რეალობა იდგა. ჩემთვის, როგორც მენეჯერისთვის, მნიშვნელოვანი იყო, მოკლევადიან პერსპექტივაში ინსტიტუციის გრძელვადიანი მდგრადობისთვის მიმეღწია. უნდა შემექმნა ისეთი რეალობა, რომელიც აკადემიას შეუნარჩუნებდა პოზიციონირებას, სტატუსს და საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებდა", - აღნიშნავს სალომე პირველი.

სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, 2020 წელს აკადემიამ რებრენდინგი განახორციელა, სრულად შეიცვალა აკადემიის მახასიათებლები, სტრატეგია და ტაქტიკა. იგი განსხვავებული ბრენდბუქით წარდგა საზოგადოების წინაშე.

როგორც სალომე პირველი აღნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, შეექმნათ ისეთი პროგრამები, რომელიც აკადემიას უნიკალურობას შესძენდა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან გამოარჩევდა.

"არსებული კონკურენციის პირობებში რთულია შეინარჩუნო პოზიციონირება, შექმნა ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც გაგხდის პრიორიტეტულს და ამავდროულად, მოგიტანს ფინანსურ მდგრადობას. ამიტომაც, განვსაზღვრეთ რა საჭიროებები ახალ გუნდთან ერთად, დავგეგმეთ და განვახორციელეთ ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც აკადემიის სტრატეგიული მიზნების მიღწევის საშუალებას იძლევა", - ამბობს სალომე პირველი.

"თბილისის თავისუფალმა აკადემიამ" საანგარიშო პერიოდში ოთხი საბაკალავრო საფეხურის, სამი მასწავლებლის მომზადების და ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულ ენაში მომზადების პროგრამები შექმნა და დღემდე წარმატებით ახორციელებს მათ, ესენია:

  • ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - მათემატიკის მასწავლებელი I - VI კლასი;
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება I - IV კლასი;
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - ქართული, როგორც მეორე/უცხოური ენა;
  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

დღეის მდგომარეობით აკადემია ახორციელებს რვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას და ჰყავს კვოტის შესაბამისი სტუდენტთა რაოდენობა.

აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო პროგრამა - ქართული, როგორც მეორე უცხო ენა, მხოლოდ "თბილისის თავისუფალ აკადემიასა" და "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში" ხორციელდება. მასწავლებლის მომზადების დანარჩენი ორი პროგრამაც მხოლოდ რამდენიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფუნქციონირებს. შესაძლებელია ითქვას, რომ აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა მართლაც მოუტანა აკადემიას გრძელვადიანი მდგრადობა მოკლე პერიოდში.

"ჩვენ უკვე მეორე წელია, რაც ამ პროგრამებზე ვაცხადებთ სტუდენტთა მიღებას. შარშან გამოცხადებულ 60 ადგილზე 57 სტუდენტი მივიღეთ, ხოლო წელს გამოცხადებული 60 ადგილი სრულად შეივსო. ამ პროგრამებმა გაამართლა და აკადემიას შეუნარჩუნა პოზიციონირება საგანმანათლებლო სივრცეში", - აღნიშნავს სალომე პირველი.

საყურადღებოა, რომ რებრენდინგის შემდეგ აკადემიამ სრულყო მის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა - კეთილმოეწყო აკადემიის ადმინისტრაციული შენობა, შეიქმნა სტუდენტური სივრცეები, აუდიტორიები აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით და სრულიად მოწესრიგდა უნივერსიტეტამდე მისასვლელი საავტომობილო გზა. აკადემიის შენობა ადაპტირებული და მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებზე.

სტუდენტის აკადემიური თავისუფლება, როგორც ღირებულება?

აკადემიის მთავარი ღირებულება სტუდენტის აკადემიური თავისუფლებაა. როგორც სალომე პირველი აღნიშნავს, აკადემიის მთავარი ორიენტირი სტუდენტი და მათი კმაყოფილებაა.

"სტუდენტი არის ქვეყნის ხვალინდელი დღე, ამდენად მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იყოს კონკურენტუნარიანი, მოახდინოს თვითრეალიზაცია, დასაქმდეს, იყოს "მოთხოვნადი", ხოლო მისი გონებრივი შესაძლებლობები გამოყენებადი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ - "თბილისის თავისუფალი აკადემიის" სრული ადამიანური რესურსი, აკადემიური პერსონალი და ყველა ამ სფეროში ჩართული პირი მუდმივად მათ სამსახურშია", - ამბობს იგი.

"თბილისის თავისუფალი აკადემიის" საუნივერსიტეტო საზოგადოება შედგება დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან, რომლებიც ქმნიან თანამედროვე სასწავლო გარემოს ინოვაციური მეთოდების დანერგვით და ცვალებად ციფრულ ეპოქაში უზრუნველყოფენ მოამზადონ შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური და სოციალურად მაღალი ცნობიერების მქონე თაობები.

"სტუდენტებს აქვთ სრული თავისუფლება და ვფიქრობ, რომ სწორედ აკადემიურმა პერსონალმა შექმნა ეს უშუალობა. მიხარია, რომ დღეს აკადემიაში არიან დარგის წამყვანი პროფესორები, პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში ქმნიან ცოდნას, იღებენ გადაწყვეტილებებს და არიან მნიშვნელოვანი აქტორები აკადემიურ სივრცეში. აკადემიის მთავარი სლოგანია: "იყავი გამორჩეული შენი განათლებით, ამისთვის კი საჭიროა განათლება გამორჩეული ადამიანებისგან მიიღო". აკადემიაში კი ნამდვილად არიან ასეთი სპეციალისტები", - აღნიშნავს სალომე პირველი.

განვითარების შესაძლებლობები თთა-ში

აკადემიაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სტუდენტების და არამარტო მათ, აკადემიურ საქმიანობას. ამისთვის ყოველწლიურად უწევენ ორგანიზებას საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულით ხორციელდება. ეს არის ინტერნაციონალიზაციის განვითარების მიზნით დაგეგმილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომლის ფარგლებში მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს. ნებისმიერ ადამიანს - როგორც აკადემიურ პერსონალს, ასევე სტუდენტს, აქვს კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თემა კი ყოველწლიურად მრავალფეროვანია. აღსანიშნავია, რომ აკადემიის პერსონალისა და სტუდენტებისთვის მონაწილეობა და კონფერენციის ფარგლებში შექმნილი ნაშრომის აკადემიის რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნება ფინანსდება "თბილისის თავისუფალი აკადემიის" მიერ.

გარდა ამისა, წელს თთა-ის ისტორიაში პირველად განხორციელდება ერთობლივი კვლევითი პროექტი ბულგარეთის "რუსეს" უნივერსიტეტთან თემაზე - "საკუთრება, როგორც ადამიანის ძირითადი და ფუნდამენტური უფლება". პროექტში ჩართულები არიან თთა-ის სამართლის პროგრამის აკადემიური პერსონალი და ერთ-ერთი მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი, რომლებიც კვლევის სტრუქტურას, მიზნებს და საჭიროებებს განსაზღვრავენ, შეათანხმებენ პოლონურ მხარესთან და გაემგზავრებიან პოლონეთში საველე სამუშაოების ჩასატარებლად. კვლევის შედეგებს საბოლოოდ სამართლის პროგრამაზე სახელმძღვანელოდ გამოიყენებენ. აღსანიშნავია, რომ პროექტი სრულად აკადემიის ბიუჯეტით ხორციელდება - საველე სამუშაოებთან დაკავშირებულ ხარჯებს, ასევე სახელმძღვანელოს გამოცემას სრულად ფარავს აკადემია. თთა-მ სამართლის საბაკალავრო პროგრამა წელს პირველად განახორციელა, შესაბამისად, აღნიშნული პროექტის განხორციელება ორმაგად მნიშვნელოვანია.

საინტერესოა ისიც, რომ ცალკეული შეთანხმებების შედეგად აკადემიის 2 სტუდენტი მოკლევადიანი სტაჟირების პროგრამით სექტემბერში ერთ-ერთ უნივერსიტეტში გაემგზავრება, ეს კი სტუდნეტებისთვის ძალიან დიდი სტიმულია.

თთა-ში მოქმედებს საგანმანათლებლო პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, კერძოდ კი ქართულ ენაში მომზადების პროგრამა. უნივერსიტეტი ერთი წლის განმავლობაში სტუდენტებს აძლევს ისეთ ცოდნასა და უნარებს, რომელიც სრულად ეხმარება ეთნიკურ უმცირესობებს ადაპტაციაში როგორც ენის, ასევე კულტურის კუთხით. ამ პროგრამის სტუდენტები შემდგომში აგრძელებენ სწავლას "თბილისის თავისუფალ აკადემიაში" საბაკალავრო საფეხურზე. "ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, ეს არის ქართული ენის პოპულარიზება, რასაც ხელს უწყობს აკადემია, ისევე როგორც მრავალ სხვა სფეროს".

მნიშვნელოვანია, რომ აკადემიაში მოქმედებს სოციალური დახმარების პროგრამები. კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებას მემორანდუმი აქვს გაფორმებული თავდაცვის სამინისტროსთან, რომლის ფარგლებშიც სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს სწავლა 50%-ით უფინანსდებათ, დანარჩენ 50%-ს კი თავად სამინისტრო აფინანსებს. შედეგად, სტუდენტს არ უწევს სწავლის საფასურის გადახდა. აღნიშნული პროგრამა უკვე მესამე წელია ძალიან წარმატებით ხორციელდება აკადემიაში.

"ამ სოციალური პროგრამის ბენეფიციარები გამორჩეული სტუდენტები არიან და მეამაყება, რომ თავდაცვის სამინისტროს ეს შეთავაზება გავიზიარე. ვფიქრობ, ეს შეღავათები სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ისინი საქართველოს მთლიანობის სადარაჯოზე დგანან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ მათი შვილებისა და ოჯახის წევრების მომავალს", - აღნიშნავს სალომე პირველი.

აკადემიაში ასევე მოქმედებს შიდა 50%-იანი გრანტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვისაც. აღნიშნული სოციალური დახმარების პროგრამა უკვე მესამე წელია წარმატებით ხორციელდება.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც სტუდენტების ხმაა. მათზე დაყრდნობით აკადემიის ადმინისტრაცია სტუდენტების საჭიროებების იდენტიფიცირებას ახდენს და სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ თთა წელს სტუდენტური საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა. შესაბამისად, იგი აქტიურად ჩაერთვება ყველა იმ სტუდენტურ აქტივობაში, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია განახორციელებს.

დასაქმება და პრაქტიკული შესაძლებლობები უნივერსიტეტში

აკადემია აქტიურად ცდილობს შექმნას პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. მაგალითად, სამართლის სტუდენტებისთვის აკადემიის შენობაში იმიტირებული სასამართლო დარბაზი ფუნქციონირებს, რომელშიც სტუდენტები მოსამართლის, პროკურორისა და ადვოკატის როლს ირგებენ. გარდა ამისა, აკადემიას გაფორმებული აქვს მემორანდუმები სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან - სანოტარო პალატასთან, იუსტიციის სახლთან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსთან, სხვადასხვა სასამართლოსთან და ა.შ. თთა-ის აკადემიის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მეოთხე კურსზე მათთვის სასურველი მიმართულებით გაიარონ პრაქტიკის კომპონენტი. ანალოგიური ვითარებაა სხვა მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

რაც შეეხება დასაქმების ხელშეწყობას, აკადემიაში მოქმედებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული დახმარების ცენტრი, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან. აკადემიაში მუდმივ რეჟიმში ეწყობა დასაქმების ფორუმები, პარტნიორების მიერ გაზიარებული ვაკანსიები მუდმივ რეჟიმში ეგზავნებათ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს. აღნიშნული ინფორმაცია საჯარო გაცნობის თვალსაზრისით განთავსებულია აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდსა თუ სოციალურ ქსელში. აკადემია აქტიურად ატარებს კვლევებს ყველა მიმართულებით, მათ შორის დასაქმების მიმართულებითაც.

"მნიშვნელოვანი რეალობაა, რომ უსდ-ში მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები წარმატებით საქმდებიან სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში და მნიშვნელოვანი სტატისტიკაა ისიც, რომ აკადემიის კურსდამთავრებულთა 86% დასაქმებულია, ხოლო მათ შორის 57% - დარგის მიხედვით", - აღნიშნავს რექტორი.

როგორია აკადემიის განვითარების სამომავლო ხედვა

წელს "თბილისის თავისუფალი აკადემია" სტუდენტების ახალ ნაკადს ელოდება, რომლებსაც საინტერესო პირობებს სთავაზობს. პირველი პრიორიტეტით აკადემიის არჩევის შემთხვევაში სტუდენტი საჩუქრად მიიღებს ლეპტოპს, მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში კი სწავლა 500 ლარით დაუფინანსდება.

რაც შეეხება ზოგად გეგმებს, როგორც აკადემიის რექტორი, სალომე პირველი აღნიშნავს, მთავარი საქმე ჯერ კიდევ წინაა. ახლა აკადემია სამაგისტრო პროგრამის განხორციელებისთვის ემზადება.

"ჩვენი საბოლოო მიზანი გახლავთ, რომ "თბილისის თავისუფალი აკადემია" იყოს გამორჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე - გავხდეთ ევროპული საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები და ჩვენ ამ მიზნისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - აღნიშნავს სალომე პირველი.

დაბოლოს, "თბილისის თავისუფალი აკადემია" სრულად სტუდენტის საჭიროებებზე მორგებული ინსტიტუციაა, კერძოდ: ეს არის სწავლის საფასურის სტუდენტზე მორგებული გადახდის სისტემა, განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შრომის ბაზარზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, ბიბლიოთეკის ბეჭდურ და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული, მუდმივად განახლებადი მრავალფეროვანი ფონდი, უახლესი მემორანდუმები და ხელშეკრულები სტრატეგიულ პარტნიორებთან, აკადემიური თავისუფლების პრიმატი, მაღალკვალიფიციური პერსონალი, კორპორაციული კულტურის მდგრადობა, სტუდენტური ცხოვრების ხელშეწყობა და სტუდენტთა კარიერული წინსვლის ხელშეწყობა.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი